employer.ge logo

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და კოლეჯი „სპექტრი“ ინოვაციურ პროექტებს განახორციელებენ

date2019-05-14

დასრულებული


საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ და ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ პროფესიული განათლების ხელშეწყობისა და განვითარების, შრომის ბაზრისა და განათლების სისტემის ურთიერთკავშირის ხელშეწყობის მიზნით  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

“ეს მემორანდუმი საქმითაა გაჯერებული. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან ერთად ვახორციელებთ ე.წ „მობილური სახლის“, ინოვაციურ პროექტს, რომელიც უკვე მომზადებულია და უახლოეს მომავალში იგეგმება პრეზენტაცია. აღნიშნული პროექტი მიმართულია პროფესიული განათლების პოპულარიზებაზე. მასში ჩართული იქნებიან სკოლის მოსწავლეები, ზრდასრულები, ბიზნეს სექტორი და სხვა დაინტერესებული პირები. ეს სახლი უნიკალურია იმდენად, რამდენადაც მასში 10 სხვადასხვა სამშენებლო პროფესიის შესაბამისად მოსწავლეები შეძლებენ მოსინჯონ საკუთარი ძალები. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ „სპექტრი“ და დამსაქმებელთა ასოციაცია ერთობლივად განახორციელებენ პრემიერ-მინისტრის ინიცირებულ ზრდასრულთა პროფესიული მომზადება-გადამზადების სასერტიფიკაციო პროგრამებს. როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა სწორედ ბიზნესის საჭიროებებზეა პროგრამა მორგებული, შესაბამისად, ჩვენთვის დამსაქმებელთა ასოციაცია იქნება პლატფორმა ბიზნესთან დაკავშირებისთვის,“ - მათე ტაკიძე.

“კოლეჯ „სპექტრთან“ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ, თუმცა ამჯერად პარტნიორობის  უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავდივართ, რომელიც ეფუძნება პრემიერისა ინიციატივას და მთავრობის კონცეპტუალურ მიდგომას პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით. „სპექტრთან“ ერთად დაწყებულ პროექტებში ყურადღება გავამახვილეთ რეგიონებზეც, სადაც სიღარიბის დონე განსაკუთრებით დაბალია. ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან, ექსპერტებთან ერთად დავამუშავეთ უნიკალური პროექტები, რომლის იმპლემენტაციისთვის აუცილებელია ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, როგორიც „სპექტრია“. სულ მალე საზოგადოება იხილავს კონკრეტულ ნაბიჯებს და შედეგებს, რომელიც კერძო სექტორის და პროფესიული სასწავლებლების თანამშრომლობის შედეგად მიიღწევა და სამაგალითოა,“ -  ელგუჯა მელაძე.

შეგახსენებთ, რომ დამსაქმებელთა ასოციაციასა სპექტრს შორის დაწყებული თანამშრომლობა  სახელმწიფოს მიერ დამტკიცებულ სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების სასერტიფიკაციო პროგრამების იმპლემენტაციას ეფუძნება და მიზნად ისახავს შრომის ბაზარზე კვალიფიკაციის დონის ამაღლებას და ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული კადრების მომზადებას.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...